ფოთში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.
შემთხვევა ქუჩიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.
როგორც „კვირას“შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.