ზვიად შალამბერიძე: ბოლო ორი დღის განმავლობაში იმერეთში, 50-მდე ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესი

ბოლო ორი დღის განმავლობაში 50-მდე ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესი იმერეთში, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა

მისი თქმით, იმ ადამიანების საცხოვრებელ ხარჯებს, რომლებიც გაყვანილი ჰყავთ რისკის შემცველი ლოკაციებიდან ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს.

„მეწყრული პროცესი განსაკუთრებით რთული იყო ბაღდათში, ვანში და ზესტაფონში. რა თქმა უნდა, იქიდან ასეთი მასშტაბის არცერთი არ იყო, მაგრამ ჩვენ პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებთ. ფაქტობრივად, დღეს ყველა იმ ადგილიდან, სადაც შეიძლება, რომ მსგავსი რისკი გვქონდეს, მოსახლეობა გაფრთხილებული გვყავს და ნაწილი გავიყვანეთ კიდეც. არა მარტო ამ ტერიტორიიდან, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს“, – აღნიშნა შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები