ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 47 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, მას მუცლის ღრუში მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ქვეითად მოსიარულე სამ მოქალაქეს შეეჯახა.
მეორე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლით დაიწყო.