სოფელ ნერგეეთში, მეწყრული პროცესების განვითარების გამო, კურორტ საირმის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია
“ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყრული პროცესების განვითარების გამო, შეზღუდულია გადაადგილება კურორტ საირმის მიმართულებით”, – ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
“მოქმედებს ცხელი ხაზი ტელ:595 510 500
სტიქიასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული ცხელი ხაზით”,- წერია ინფორმაციაში.