ბიძინა ივანიშვილი ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქართველი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებს, ახლობლებს უსამძიმრებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის და თბილისის საპატიო მოქალაქის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.

ვაჟა აზარაშვილი, თავისი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ქართული საზოგადოების არაერთმა თაობამ შეიყვარა და მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში.

სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად კულტურის სფეროს ამ დანაკარგის გამო“, – აცხადებს ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები