სოფელ ნერგეეთში, მეწყრულ ზონაში მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ერთი – მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მიმდინარეობს 4 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.
ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.