„მთლიანად გამოიკვლევენ არა მარტო ამ ფერდს, მთელ მიდამოებს”,- ამის შესახებ ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ ბაღდათში, სტიქიის ზონაში განაცხადა.
“აქამდე შენიშვნა არ ყოფილა, რომ მეწყერსაშიში ზონა იყო. როგორც მოსახლეობამ აგვიხსნა, 20 წამში მოხდა ყველაფერი. ძალიან დიდი ხმა ჰქონდა, წამოვიდა ნიაღვარი, მდინარე ჩახერგა და მასა მდინარის მეორე ნაპირზე გადაიტანა. თვითონ წყალმა გაანგრია მდინარის კალაპოტი“, – აცხადებს წაქაძე.
ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მაშველები ხუთ ადამიანს ეძებენ.