რუსმა ოკუპანტებმა დილიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დარტყმის ქვეშ რამდენიმე ქალაქი აღმოჩნდა, მათ შორის, დედაქალაქი კიევიც.
ადგილობრივი ტელეგრამის არხები წერენ, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმის.
მოგვიანებით მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. მან მოქალაქეებს “თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა”.
კლიჩკომ თქვა, რომ თავდასხმის შედეგად ფრთოსანი რაკეტის ფრაგმენტებმა ორი მაღალი ძაბვის ხაზი დააზიანეს, რის გამოც, მარცხენა სანაპიროზე მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ასევე, გათბობის მაგისტრალი დაზიანდა.
ასევე, მისი ინფორმაციით, ფრაგმენტებია ჩამოვარდნილი დნეპროვსკის რაიონში, ორი დაშავებულია.
გოლოსეევსკის რაიონში სახანძრო ბრიგადა მიემართება, სადაც მაღალსართულიან შენობაში ხანძარია.
ამავე რაიონში ცეცხლი მანქანებს და ავტოფარეხებს.
მარცხენა სანაპიროზე მდებარე გათბობის მაგისტრალი დაზიანდა.
ინფორმაცია ზუსტდება.