საჩხერის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
6 თებერვალს თოვლისა და წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა საჩხერის მუნიციპალიტეტში. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
“დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, მოტეხილმა ხეებმა ჩაკეტა შიდა საუბნო გზები, გადაიხადა საცხოვრებელი სახლის სახურავები.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი – ლევან ივანაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები დილიდან არიან ჩართული სტიქიის შედეგად მიყენებული პრობლემების ადგილზე გასაცნობად.
ამ დროისათვის იწმინდება გზები და გადაადგილება სოფლების მიმართულებით პრობლემას არ წარმოადგენს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.