ხულოს მუნიციპალიტეტის ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყრული პროცესები განვითარდა. სტიქიამ ამ სოფელში მცხოვრები ბოლქვაძეების სახლი წაიღო. ამის შესახებ „კვირას“ ინფორმაციას ხულოს მერია უდასტურებს.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის დროს საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. მამაკაცი ადგილიდან უვნებლად გამოიყვანეს, ხოლო 60 წლამდე ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამასთან, მერია აცხადებს, რომ ამ დროისთვის სტიქიისგან გამოწვეული ზარალის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.