ხულოში ზვავმა სახლი წაიღო – დაუზუსტებელი ინფორმაციით, არის მსხვერპლი

ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყერი განვითარდა და ამ სოფელში მცხოვრები ბოლქვაძეების სახლი წაიღო. სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს, – ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

მათი ცნობით, ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია ამ სოფლებში მცხოვრებლებმა დაუდასტურეს.

„მეწყრის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. კაცმა ზვავს გამოასწრო. 60 წლამდე ქალს სოფლის მცხოვრებლები საკუთარი ძალებით ეძებდნენ, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს“, – ამბობენ ადგილობრივები.

„კვირა“ მომხდარის დეტალებს არკვევს და დაზუსტებულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები