თბილისში, ორხევის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, ორხევის დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 2 პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.