„ნდობა, რომელიც მშობლებმა „ანის სკოლას” გამოუცხადეს, პირველივე მიღებაზე ჩემთვის იმდენად საამაყოა, სიტყვითაც ვერ გადმოვცემ“…

ბავშვობიდან მოსწონდა გუნდთან ერთად მუშაობა და კომუნიკაცია. მენეჯმენტის პროფესიაც ამიტომ აირჩია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაც ამ განხრით დაამთავრა.
2024 წელს შექმნა „ანის სკოლა“ – ლიდერობის და მოტივირების სკოლა. პარალელურად არის ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ბიზნესის მიმართულებით.
ამბობს, რომ იმაზე განსაკუთრებული რა უნდა გაკეთებინო, ვიდრე ის, როცა სხვებს გადაცემ   ცოდნას, გამოცდილებას თუ რჩევებს. – ანი ჩერქეზიშვილის პერსონა.

– ჩემი ბავშვობა არაჩვეულებრივი იყო. დედასთან და მამასთან ვმეგობრობდი, ჩემი თავისუფალი და თავდაჯერებული ბუნება იმან განაპირობა, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის, ცალკეულ, დამოუკიდებელ ინდივიდად აღმიქვამდნენ. ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი უმცროსი დები იყვნენ, საიდანაც, ალბათ, იწყება ჩემი განსაკუთრებული სიყვარული განათლებასთან, ბავშვებთან და მათზე ზრუნვასთან.
სკოლა და სტუდენტობის პერიოდისაგანმანათლებლო მიმართულება ყოველთვის მოგწონდათ
– სწავლის პროცესი მიყვარდა, მომწონდა, როდესაც ჩემს სივრცეში გემრიელად მოვეწყობოდი და ვსწავლობდი. სკოლიდან ყველაზე გამორჩეულად გეოგრაფია მიყვარდა, სკოლის პერიოდმა დამარწმუნა, რამხელა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის სწორ მიდგომას და პირიქით. პროფესია ინტუიციურად შევარჩიე და ამ გადმოსახედიდან სრულად დარწმუნებული ვარ გადაწყვეტილების სისწორეში.
მენეჯმენტია ჩემი ძირითადი პროფესია და ზუსტად ის არის, რაც ყოველთვის მომწონდა და რასაც მომდევნო წლებში უდიდესი სიყვარულით გავაკეთებ.
 რატომ აირჩიეთ მენეჯმენტის სპეციალობა ბაკალავრიატშიც და მაგისტრანტურაშიც?
– ბავშვობიდან განსაკუთრებულად მოწესრიგებული ვიყავი, მიყვარდა გუნდთან ერთად მუშაობა, კომუნიკაცია, ახალ ადამიანებთან ინფორმაციის გაცვლა – მაშინ, როდესაც პროფესიას ვარჩევდი, ჩავთვალე, რომ მენეჯმენტი იყო ის, რაც ჩემს კითხვებს ყველაზე სწორად პასუხობდა. მაგისტრატურით ავიმაღლე აკადემიური ხარისხი MBA-ის მიმართულებით.
 2024 წელს შექმენითანის სკოლა, რომელიც ლიდერობის და მოტივირების სკოლაა. სკოლის შექმნის მიზანი
– აი ახლა, 28 იანვარს, „ანის სკოლას“ ისეთი შედეგები აქვს, ალბათ ერთი თვის წინ ვერც ვიფიქრებდი – პირველი ნაკადისთვის თითქმის სრულადაა შევსებული ადგილები, რაც მარწმუნებს, რომ შექმნილია ისეთი სივრცე, რაც მშობლებსაც და ბავშვებსაც ძალიან სჭირდება. ნდობა, რომელიც მშობლებმა „ანის სკოლას” გამოუცხადეს, პირველივე მიღებაზე ჩემთვის იმდენად საამაყოა, სიტყვითაც ვერ გადმოვცემ.
წინ უზარმაზარი გეგმები აქვს ჩემს ჩანაფიქრს. მჯერა, „ანის სკოლა” თავის სიტყვას იტყვის განათლების სფეროში, თან აუცილებლად.
ვისაც გაინტერესებთ, საიდან მაქვს ამდენი ენერგია, აი, ჩემი მუხტი“, – დაწერეთ ფეისბუქზეილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ხართ ბიზნესის მიმართულებით. სტუდენტებს მოსწონთ თქვენი ლექციებითქვენც ალბათ ლექტორის ამპლუაში თავს კარგად გრძნობთ, რადგან ბავშვობის ოცნებაც იყო
ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა, ბავშვობიდან. ამაზე განსაკუთრებული რა უნდა გამეკეთებინა, როცა სხვებს გადავცემ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას თუ რჩევებს. ამ ამპლუისთვის დავიბადე, სტუდენტებთან ურთიერთობა, მეგობრობა, სწავლება, იმდენად მიყვარს სამუშაო პროცესი, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი მუხტი. მე 1000-მდე სტუდენტი მყავს, ანუ 1000-მდე მეგობარი და არაფერია იმაზე ძვირფასი, როდესაც შენი სტუდენტი შენს მრჩევლად მიგიჩნევს და გემეგობრება.
ოჯახი, მეუღლე და 3 წლის შვილი გყავთმეუღლე თვითნასწავლი კულინარიაგვიამბეთ ოჯახის წევრებზეთქვენი საქმიანობის წინსვლა ალბათ დიდწილად ოჯახზეც არის დამოკიდებული?
– მე და ჩემს მეუღლეს ახლა ცხოვრების ყველაზე ცოცხალი და აქტიური პერიოდი გვაქვს. 2024 წელს მე ჩემი სკოლა გავხსენი, მეუღლე კი რესტორანს უძღვება და კულინარიის მიმართულებით ვითარდება.
შეუძლებელი იქნებოდა, 3 წლის ბავშვთან ერთად ამდენი ნაბიჯი გადამედგა, რომ არა მეუღლის და ჩემი დიდი ოჯახის გვერდში დგომა.
ჩემი შვილი ჩვენი მთავარი შთაგონების და ენერგიის წყაროა, 3 წლისაა, განსაკუთრებით უყვარს დინოზავრები, მეგობრობს ძაღლებთან, უყვარს ხატვა და ლეგოებით აწყობა, ფაქტობრივად, ჩვენც ვიზიარებთ მასთან ერთად ამ ინტერესებს, სხვა გზა არ გვაქვს – ამიტომ ახლა რომ მკითხოთ, ნებისმიერი დინოზავრის სახელი, შემიძლია გითხრათ.
როგორ გესმით თავისუფალი დროის ცნება?
– ბალანსის მომხრე ვარ, ასეც უნდა იყოს. არც ერთ შემთხვევაში არ ვეთანხმები იმ განწყობას, რომ რაც მეტს მუშაობ, უკეთ ხარ. ჯანსაღი ბალანსია საჭირო მუშაობასა და დასვენებაში. ჩემი თავისუფალი დროის დიდი ნაწილი შვილთან მეგობრობას და უძვირფასესი ურთიერთობების შენებას ეთმობა.

                                                                                                                              თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები