ლავროვი: თუ კიევი ბრძოლას შეწყვეტს, ასიათასობით უკრაინელის სიცოცხლე გადარჩება
თუ კიევი ბრძოლას შეწყვეტს, ასიათასობით უკრაინელის სიცოცხლე გადარჩება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„რა მოხდება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას? ასიათასობით უკრაინელი სიცოცხლეს შეინარჩუნებს“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ „რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინელი ხალხის ინტერესები არ არსებობდა“.
„არსებობს მხოლოდ ანგლოსაქსების, მათი ხელქვეითების და კიევის კრიმინალური დამპალი ელიტის ინტერესი, რომელსაც ეშინია, რომ ომის დასრულებიდან ერთ დღეში ძალაუფლებას დაკარგავს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.