იოავ გალანტი: ჩრდილოეთში ომი იქნება გამოწვევა ისრაელისთვის, მაგრამ დამანგრეველი „ჰეზბოლას“ და ლიბანისთვის

ჩრდილოეთში ომი იქნება გამოწვევა ისრაელისთვის, მაგრამ დამანგრეველი „ჰეზბოლას“ და ლიბანისთვის, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა თავის ფრანგ კოლეგას, სებასტიენ ლეკორნუს განუცხადა.

„ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს მანამდე, სანამ არ უზრუნველყოფს [ევაკუირებული] ჩრდილოეთში მცხოვრებლების უსაფრთხო დაბრუნებას საკუთარ სახლებში საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების სიტუაციის ცვლილების შემდეგ“, – აღნიშნა გალანტმა.

მისივე თქმით, ისრაელის მიზანი „ჰამასის“ მმართველობისა და სამხედრო შესაძლებლობების განადგურება და მძევლების დაბრუნებაა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა საფრანგეთის მნიშვნელოვან როლს ჩრდილოეთ საზღვარზე უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები