იემენში აფეთქების შედეგად სამხედრო პირები დაიღუპნენ
სამხრეთ იემენში აფეთქებას სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა და სამი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Xinhua ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფუგასი იმ დროს აფეთქდა, როდესაც გვერდით სამხედრო ავტომობილმა ჩაიარა, რომელიც აბილიანის პროვინციაში პატრულირებდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა, დიდი ალბათობით, ალ-ქაიდას ტერორისტებმა განათავსეს.