ბენიამინ ნეთანიაჰუ: საზღვარი ეგვიპტესა და ღაზას შორის უნდა დაიკეტოს

“საზღვარი ეგვიპტესა და ღაზას შორის უნდა დაიკეტოს”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი არ ჩათვლის ომს დამთავრებულად, სანამ არ დახურავს ფილადელფიის დერეფანს – 14-კილომეტრიან მიწის მონაკვეთს, რომელიც ეგვიპტესა და ღაზას შორის ბუფერულ ზონად გამოიყენება.

„ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“, მოვახდენთ ღაზის დემილიტარიზაციას, მაგრამ სამხედრო ტექნიკა და სხვა სასიკვდილო იარაღი მაინც შეაღწევს ამ დერეფნიდან, ამიტომ, ცხადია, ჩვენ ის უნდა დავხუროთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები