ბოლნისში ორ ადამიანს მანქანა დაეჯახა, ისინი ადგილზევე დაიღუპნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სოფელ ბალახაურში გზის პირას ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, როდესაც გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.