ევგენიკა – ცრუმეცნიერება კაცობრიობის გენოფონდის „გასაჯანსაღებლად“

ვისაც არ სმენია ამ ცრუმეცნიერების შესახებ, არის ასეთი მიმართულება ევგენიკა, რაც კაცობრიობის გენოფონდის გაჯანსაღებას გულისხმობს, რაც ამავე დროს ნიშნავს „ცუდი გენოფონდის“ მქონე ინდივიდების გაქრობას.

ნაცისტური გერმანიისგან განსხვავებით, ევგენიკა რასობრივ კონტექსტს არ გულისხმობს, მაგრამ რაკი დაფუძნებულია „ბუნებრივი გადარჩევის“ პრინციპზე, მოიაზრებს ადამიანთა გარკვეული კატეგორიისთვის გამრავლების აკრძალვას.

ამ სისტემას ცნობილი ევგენიკოსები სხვადასხვა ფორმით მისდევდნენ (მაგალითად, ვილსონი, ამერიკის პრეზიდენტი ცნობილი ევგენიკოსი იყო და ითხოვდა მოძალადეების, ჰომოსექსუალისტების, რეციდივისტების, ეპილეპტიკების, გონებრივი დემენციის მქონეთა და სხვათა სტერილიზაციას: “an act to authorize and provide for the sterilization of feeble-minded (including idiots, imbeciles and morons), epileptics, rapists, certain criminals and other defectives.”)

ამ მიმდინარეობას მსოფლიოში დღემდე ათეულობით მილიონი მომხრე ჰყავს და ითვლება, რომ ძალიან ბევრი მათგანი პოლიტიკოსი და სამედიცინო სფეროს თანამშრომელია.

თანამედროვე ევგენიკა, დემოკრატიულ საწყისებზე დაყრდნობით, ცდილობს ადამიანთა გადარჩევის პროცესი ისე შეფუთოს, რომ „ადამიანის უფლებები“ დაიცვას.

მაგალითად, ინ ვიტრო ვერტილიზაციით მოხდეს ჯანსაღი ნაყოფის ჩასახვა და ემბრიონებს, ვისაც დაავადების რისკ-საშიშროება გააჩნიათ, მოესწრაფოთ სიცოცხლე.

ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, ბელგია 2014-დან), დაშვებულია არა მხოლოდ ნაყოფის, არამედ ნებისმიერი ასაკის ბავშვის ევთანაზია, თუ ის მძიმე დაავადებითაა დაავადებული (მშობლების ნებართვა).

მოკლედ, ამხელა შესავალი რატომ დავწერე, ევგენიკოსები იყოფიან 2 ძირითად კატეგორიად – შეგნებულ და შეუგნებელ მომხრეებად. აღმოჩნდა, რომ საქართველოში პირველი კატეგორიის მიმდევარი რამდენიმე ცნობილი ადამიანი გვყავს (რადგან წყაროს დასახელება არ შემიძლია, არც ამ ადამიანების სახელებს ვიტყვი).

გასაკვირიც არაფერია, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან ეს ადამიანები.

პოზიტიური და ნეგატიური ევგენიკა, ორი მიმართულებაა, რომელსაც ეს ხალხი მისდევს: „ცუდი“ გენეტიკის ხალხის გამრავლების ხელშეშლა და „კარგი“ გენეტიკის ადამიანების გამრავლების ხელშეწყობა.

მოკლედ, შეთქმულების თეორია რომ არ გამოვიდეს, უბრალოდ იცოდეთ, რომ საქართველოში ამ მიმდინარეობას, სულ მცირე, რამდენიმე გავლენიანი მიმდევარი ჰყავს და ისინი მიზანმიმართულად მუშაობენ.

პ.ს. რომ იცოდეთ, რა სერიოზულ საქმესთან გვაქვს საქმე და რაოდენ ზომბირებულები არიან ეს ადამიანები, ისტორიიდან 1 საინტერესო მაგალითი მომყავს: ჩარლზ ლინდბერგი, ყველაზე ცნობილი ამერიკელი პილოტი, ვინც შტატებში ლამის პრეზიდენტზე პოპულარული იყო, ევგენიკოსი აღმოჩნდა. მისი მცირეწლოვანი შვილი გაიტაცეს და გამოსასყიდს ითხოვდნენ. ფულის გადახდის მიუხედავად, ბავშვი მოკლეს (გენეტიკური დაავადება ჰქონდა, არასრულფასოვანი დაიბადა). გამოძიების კვალი მამასთან მივიდა. თანამონაწილე გერმანელი ჰაუპტმანი იყო, ვინც დანაშაული თავზე აიღო, მაგრამ როდესაც მის „ევგენიკურ“ კვალს მისდიეს, უცნაურად გადაიკვეთა ლინდბერგთან.

საქმე მიიჩქმალა. ლინდბერგი ევროპაში გადასახლდა და იქ გამოაჩინა კბილები – ღიად უჭერდა მხარს ნაცისტურ რეჟიმს, რადგან იქ ევგენიკის საფუძვლებს ხედავდა.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები