კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.
ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა 35 წლამდე კაცი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სატელეფონო ანძებს ასწორებდა.
მოულოდნელად ბეტონის საყრდენი ჩამოინგრა და ის რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.