ყველა დროის საშობაო სასმელი – გლინტვეინის ისტორია

ლეგენდის თანახმად,  გლინტვეინი (როგორც ბევრი სხვა რამ) პირველად გამოიგონეს ძველმა რომაელებმა, დაახლოებით II საუკუნეში. შემორჩენილ ღვინოს აცხელებდნენ და ცივ სეზონზე ამ სასმლით თბებოდნენ. შემდეგ გაავრცელეს იგი დაპყრობილ ევროპულ ტერიტორიებზე.

შუა საუკუნეებში ევროპელებმა დაიწყეს ღვინის გაცხელება ხელმისაწვდომ სანელებლებთან ერთად – ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ ფორმით სასმელი ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

დროთა განმავლობაში, სასმლის პოპულარობა ოდნავ შემცირდა, მაგრამ შვედეთში პირიქით მოხდა. მათ მოიგონეს საკუთარი ადგილობრივი ვარიაციები, თაფლით და რძითაც კი. სწორედ იქ დაიწყო საშობაოდ გლინტვეინის ჩამოსხმა და მთელ ევროპაში გაყიდვა.

ბოთლებზე სანტა-კლაუსის გამოსახულება ცნობიერებაში ჩაიბეჭდა და გლინტვეინი შობას, ფაქტობრივად, გადაეჯაჭვა.

ტრადიციული გლინტვეინის პირველი რეცეპტები მოხსენიებულია კულინარიულ წიგნებში 1390 წლიდან, ძირითადად ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. ამრიგად, შუა საუკუნეების ინგლისურ კულინარიულ წიგნში მოხსენიებულია სასმლის რეცეპტი, რომელიც დაფუძნებულია ბორდოზე ან სხვა წითელ ღვინოზე, შაქრის, გალანგალის ბალახის, დარიჩინის, ჯანჯაფილის, მიხაკის და როზმარინის დამატებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები