ბათუმში, სანაპიროზე შუახნის მამაკაცი მოკლული იპოვეს

ბათუმში, სანაპიროზე შუახნის მამაკაცი მოკლული იპოვეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ღამით მოკლეს.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები