უკრაინაში სამედიცინო კანაფის ლეგალიზაცია მოხდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონს დაუჭირა მხარი.

კანონი არეგულირებს კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში.

ამასთან, მარიხუანას რეკრეაციული მოხმარებისთვის გავრცელება კვლავაც ჩაითვლება დანაშაულად და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონის შესაბამისად იქნება განხილული.

წამლის წარმოება მკაცრად გაკონტროლდება ყველა ეტაპზე. მათი მოყვანა შეეძლებათ მხოლოდ იურიდიულ პირებს, რომლებიც მიიღებენ შესაბამის ლიცენზიას და GMP სერტიფიკატს, 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ და ეროვნული პოლიციის წვდომით. თითოეულ ბუჩქს ექნება ინდივიდუალური კოდი, რომ მოხდეს მისი გაკონტროლება პაციენტამდე მისვლამდე.

სამედიცინო კანაფზე შექმნილი მედიკამენტების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით, რომელსაც ექიმი პაციენტს მისი მდგომარეობის შესაბამისად გამოუწერს, როგორც ეს მორფინის შემთხვევაში ხდება.

კანონი ძალაში გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ შედის, ანუ საუბარია 2024 წლის მეორე ნახევარზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები