ჯარჯი წიკლაური: ზაზა გოგავას, რომელმაც მამხილებელი ჩვენება მისცა სააკაშვილის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ მოუწევს წარდგენა სასამართლოს წინაშე

„ზაზა გოგავა გახლავთ სახელმწიფო ბრალდების მოწმე. იგი ერთხელ უკვე წარდგა სასამართლოში და მან პირდაპირი, მამხილებელი ჩვენება მისცა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ”,- ამის შესახებ პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზაზა გოგავას სასამართლოს წინაშე წარდგენა კიდევ ერთხელ მოუწევს.

“სწორედ ზაზა გოგავამ დაადასტურა, რომ 7 ნოემბერს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა გასცა ბრძანება შეიარაღებული ძალები გამოეყენებინათ მომიტინგეთა წინააღმდეგ. სწორედ ზაზა გოგავას ჩვენების გათვალისწინებით, ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს პოზიციებს. მას კიდევ ერთხელ მოუწევს წარდგენა სასამართლოს წინაშე და პასუხის გაცემა შეკითხვებზე – ვინ დაავალა 7 ნოემბერს ჯარის გამოყვანა“, – აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, ზაზა გოგავა ორი დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები