პირველი ქვეითი ბრიგადა იუბილარია

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველმა ქვეითმა ბრიგადამ დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა ბრიგადის იუბილე მიულოცა და პირველი ქვეითი ბრიგადის მნიშვნელობასა და მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედროები საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით -„გენერალი კვინიტაძე”, „გიორგი ანწუხელიძე” და „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდნენ.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებს ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ბრიგადის ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. მოწვეულმა სტუმრებმა სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები