„მსგავსი რამ არასდროს მინახავს“ – იაპონიის სანაპიროზე 1200 ტონა მკვდარი თევზი გამოირიყა

იაპონიაში, ქალაქ ჰოკაიდოში, ჰოკოდატეს პორტის სანაპიროზე 1200 ტონა მკვდარი სარდინი და სკუმბრია გამოირიყა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

იაპონიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყველანაირად ცდილობენ, დაადგინონ, თუ რამ გამოიწვია ასობით ტონა თევზის ნაპირზე გამორიყვა.

ადგილობრივმა მეთევზეებმა თევზის შეგროვება დაიწყეს, ვინაიდან მათი ლპობის შედეგად წყალში ჟანგბადის დონე იკლებს, რაც დიდ ზიანს აყენებს ზღვას.

„მსგავსი რამ არასდროს მინახავს. ეს მაფიქრებს, რომ ზღვის ეკოსისტემა იცვლება“, – აცხადებს მეთევზე, რომელიც ამ რაიონში 25 წელზე მეტია, მუშაობს.

ექსპერტების თქმით მომხდარის მიზეზი შესაძლოა, იყოს ის ფაქტი, რომ პატარა თევზებს მისდევდნენ მტაცებელი დიდი თევზები, რამაც ისინი დააუძლურა; ან ზღვის ტემპერატურის მატება, რამაც შოკური ეფექტი მოახდინა თევზებზე.

დადასტურებით არავინ იცის, რა მოხდა.

„მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ჩვენ ვაპირებთ, რომ წყლის სინჯები ავიღოთ და შევისწავლოთ გარემო“, – მეთევზეობის ადგილობრივი წარმომადგენელი.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ნაპოვნი თევზი საკვებისთვის არ გამოიყენონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები