“უკრაინას ზურგს არ ვაქცევთ” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებმა თეთრს სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც ჯო ბაიდენმა თქვა, რომ „უკრაინის მამაცი ხალხი დაუპირისპირდა პუტინს და ის დამარცხდა”.

„ჩვენ თქვენს ქვეყანას და თქვენს ხალხს ზურგს არ ვაქცევთ თქვენს. კონგრესსა და თავად ქვეყანაში ადამიანების უმეტესობას, ისევე – როგორც მე,  ესმის, რომ უკრაინის წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კონგრესში მიმდინარე დებატებზე საუბრისას მან თქვა, რომ დემოკრატია არის კომპრომისების ხელოვნება, მაგრამ მან უკვე შესთავაზა კომპრომისი რესპუბლიკელ კანონმდებლებს.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ ომის მოსაგებად უკრაინას საჰაერო კონტროლი სჭირდება.

„ჩვენ გვინდა, მოვიგოთ ომი ჰაერში, დავასრულოთ რუსეთის ბატონობა ცაზე, რადგან ვინც აკონტროლებს ცას, ის კარნახობს ომის ხანგრძლივობას”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები