აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ალიევის პრესსამსახური იტყობინება.
ადგილობრივი მედია აზერბაიჯანში საქართველოს ელჩ ზურაბ პატარაძეზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ საკითხში საქართველოს შუამავლობა განიხილება.
ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს პრემიერმინისტრის მშვიდობიანი ინიციატივა და თბილისი, ამ მიმართულებით, წარმატებით მიიწევს წინ.
„საქართველოს შუამავლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, განიხილება ეს და სხვა საკითხები”,- თქვა დიპლომატმა.