უკრაინის უმაღლესი რადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ 15 დეკემბრის სამიტზე უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას

უკრაინის უმაღლესი რადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ 15 დეკემბრის სამიტზე უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. შესაბამის მიმართვას რადას 292-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უკრაინის რადა ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, გააგრძელოს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ასევე საერთო ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლაში.

ამასთან, რადა მიმართავს ევროპულ პარლამენტებს თხოვნით, მხარი დაუჭირონ უკრაინის მაკროფინანსურ სტაბილურობას რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიის პირობებში ევროკომისიის მიერ წარდგენილი უკრაინის მხარდაჭერის ინსტრუმენტის დამტკიცების გზით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები