საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირების ფაქტზე, მიხეილ ბერიძიშვილი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, სისტემატურად ახდენდა ცნობილი ქართული ალკოჰოლური ბრენდების, „სარაჯიშვილის“, “დავითის“ და „ასკანელის“ ფალსიფიკაციას, ხოლო შემდეგ, დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე ახორციელებდა.
დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია პოლიეთილენის ბოთლები, რომლებშიც მოთავსებული იყო ყავისფერი სითხე და დატანილი იყო ქართული ბრენდების, „ბახმაროსა“ და ნატახტარის“ ეტიკეტები.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=isnG-2FoJrk” width=”560″ height=”315″]