ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სოლომონ ლიონიძის ნივთების გამოფენა გაიმართა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სახელმწიფო მოღვაწის, დიპლომატისა და მწიგნობარის,სოლომონ ლიონიძის ნივთების გამოფენა გაიმართა.
მუზეუმში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სოლომონ ლიონიძის უნიკალური პირადი ნივთები : ფრანგული ჭურჭელი,ხმლები,ერეკლე მეფის მიერ ნაჩუქარი ხატი,საფრანგეთიდან ჩამოტანილი მუსიკალური საკრავი „ ციტრა“.
პრეზენტაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,მერის მოადგილე გიორგი ბიწაძე,მოადგილე დავით ბიწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სოლომონ ლიონიძის შთამომავლები, რომელთა ოჯახშიc ინახებოდა დიდი წინაპრის პირადი ნივთები.
სოლომონ ლიონიძის მოღვაწეობაზე და მის კავშირზე ჭიათურასთან, კერძოდ სოფელ კაცხთან, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მკვლევარმა ლია ხარაიძემ და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ინგა მაჭარაშვილმა ისაუბრეს.
ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენის დათვალიერება მსურველებს 10 დეკემბრამდე შეეძლებათ.