გოგი მეშველიანი პროექტის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში” შემაჯამებელ რონისზიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ქალაქ მარნეულში „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ პროექტის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ შემაჯამებელ ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად დაესწრო.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის ჯანდაცვის მიმართულებით არსებული სახელმწიფო ან/და შეღავათიანი პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა.

მათივე ცნობით, ხორციელდება „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს HEKS-EPER Georgia ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით.

“პირველ რიგში, მადლობას ვუხდი პროექტის დონორ და განმახორციელებელ ორგანიზაციებს მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ეფექტიანად ჩატარებისთვის.

მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება და მასში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობის ინფორმირებულობას და სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები