დავით შერაზადიშვილი პროექტის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო
ქალაქ მარნეულში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ პროექტის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
“შეხვედრაზე „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარემ სამირა ისმაილოვამ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შემაჯამებელ შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ მიზანი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის ჯანდაცვის მიმართულებით არსებული სახელმწიფო ან/და შეღავათიანი პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა იყო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.