„ხანძარი მარლბოროს ქუჩაზე“ – პულიცერის პრემიის მფლობელი ფოტოს ისტორია
19 წლის გოგონა და მისი ნათლული მარლბორო-სთრითზე, ბინაში გაჩენილი ხანძრის დროს ჩამონგრეული სახანძრო კიბიდან ვარდებიან. ისინი სამაშველო კიბეს ელოდებოდნენ. როდესაც მეხანძრე ზემოთ ავიდა და ბავშვები ჩამოჰყავდა, სახანძრო კიბე მათ ფეხვქეშ ჩამოინგრა და ისინიც, ფაქტობრივად, მეხუთე სართულიდან გადმოცვივდნენ.
ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა, მაგრამ ბავშვი, რომელიც მას ზემოდან დაეცა, გადარჩა. ფოტოები, რომლებზეც გამოსახულნი არიან 19 წლის დიანა ბრაიანტი და მისი 2 წლის ნათლული ტიარ ჯონსი, გადაღებულია 1975 წლის 22 ივლისს.
ფოტოების სერია „სახანძრო კიბის ჩამონგრევა“ გადაიღო ფოტოგრაფმა სტენლი ფორმანმა. აი, ასე აღწერს ის იმ ტრაგიკულ დღეს:
ეს 1975 წლის 22 ივლისს მოხდა. უკვე ოფისის დატოვებას ვაპირებდი, როდესაც ბინაში ხანძრის შესახებ ზარი შემოვიდა. მაშინვე იმ სახლისკენ წავედი. შენობის უკანა მხარეს გავედი. როგორც, აღმოჩნდა შენობის სახაძრო კიბეზე ხალხი იყო და ვერ ჩამოდიოდა.
როდესაც ზევით ავიხედე, სახანძრო კიბეზე ახალგაზრდა ქალი და ბავშვი დავინახე. ისინი შენობიდან ყველაზე შორ წერტილში იდგნენ კიბეზე. ამ დროს მეხანძრე, სახელად ბობ ონილი, სახლის სახურავზე ავიდა და იქიდან გადავიდა სახანძრო კიბეზე მათ გადასარჩენად.
ისეთ ადგილზე დავდექი, რომ ყველაფერი გამოჩენილიყო. უეცრად კიბე ჩამოინგრა.
ვიღებდი, როგორ ვარდებოდნენ. გვიან აღვიქვი, რა ხდებოდა და არ მინდოდა, მიწაზე დაცემულიყვნენ. ახლაც მახსოვს, როგორ გავტრიალდი და ავკანკალდი.
როდესაც უკან მივბრუნდი, მხოლოდ მეხანძრე დავინახე, რომელიც ჯერ კიდევ ეპოტინებოდა სამაშველოს კიბეს და ჰაერში იყო ჩამოკიდებული. მალე ის კიბეზე ავიდა და უკვე უსაფრთხოდ იყო.
როგორც აღმოჩნდა, ჯერ ახალგაზრდა ქალი დაეცა, რომელიც იმ ღამეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ბავშვი გადარჩა.“