ჯუანშერ ბურჭულაძე: ძალისხმევას საერთაშორისო არენაზე არ ვაკლებთ, რომ გავაპროტესტოთ ყველა უკანონო ქმედება

“ჩვენ ძალისხმევას საერთაშორისო არენაზე არ ვაკლებთ, რომ გავაპროტესტოთ ყველა უკანონო ქმედება”, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ენგურზე საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მთავრობა უკანონო ქმედებებზე ლმობიერი არცერთ შემთხვევაში არ იქნება.

„ჩვენ ძალისხმევას საერთაშორისო არენაზე არ ვაკლებთ, რომ გავაპროტესტოთ ყველა უკანონო ქმედება. იცით, თქვენ ბოლო შემთხვევა საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ჩვენ ყველა პლატფორმაზე, მათ შორის, მე როდესაც მონაწილეობა მივიღე ახლა, სამმხრივ მინისტერიალში და სხვა მინისტერიალებში, ყველგან დავაფიქსირე, რა თქმა უნდა, ჩვენი უმკაცრესი პოზიცია ამ შემთხვევაში და ჩვენ არ ვიქნებით არცერთ შემთხვევაში ლმობიერები უკანონო ქმედებებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები