თავდაცვის მინისტრი – ჯარისკაცების სამოსზე: აიღეთ ჩვენი სპორტული და ნახეთ, თუ რომელიმე ძვირფასი ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება
„ჩვენი სანივთე ქონების ხარისხზეც იყო ყურადღება გამახვილებული, რაც ასევე, რადიკალური სიცრუეა”,- ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე „ტვ პირველის“ ეთერში გასული რეპორტაჟს.
მინისტრის თქმით, ჯარის ტანსაცმელი რომელიმე ძვირფასი ბრენდის ხარისხს არ ჩამოუვარდება.
„ჩვენი სანივთე ქონების ხარისხზეც იყო ყურადღება გამახვილებული, რაც ასევე, რადიკალური სიცრუეა. ჩვენ კორონას პერიოდმა დაგვანახა, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს საწარმო ჰქონდეს. კორონას პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა, ბევრი თურქული საწარმო დაიხურა, ბევრმა თავისი პროდუქციის წარმოება შეამცირა. რაღაც პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა, რომ საჭირო ნივთები მიგვეღო. შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შევიძინეთ უკვე ამუშავებული საწარმო, სადაც 100 თანამშრომლიდან დღეს, 600 თანამშრომელი გვყავს. შეიძლება საკვებზე თქვათ, რომ შერჩევით სადღაც კარგი გვაქვს. რაც შეეხება ჯარის ტანსაცმელს, ნებისმიერი მობრძანდით, აიღეთ ჩვენი სპორტული და ნახეთ, თუ რომელიმე ძვირფასი ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება“,- განაცხადა მინისტრმა.თავდაცვის მინისტრი – ჯარისკაცების სამოსზე: აიღეთ ჩვენი სპორტული და ნახეთ, თუ რომელიმე ძვირფასი ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება
„ჩვენი სანივთე ქონების ხარისხზეც იყო ყურადღება გამახვილებული, რაც ასევე, რადიკალური სიცრუეა”,- ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე „ტვ პირველის“ ეთერში გასული რეპორტაჟს.
მინისტრის თქმით, ჯარის ტანსაცმელი რომელიმე ძვირფასი ბრენდის ხარისხს არ ჩამოუვარდება.
„ჩვენი სანივთე ქონების ხარისხზეც იყო ყურადღება გამახვილებული, რაც ასევე, რადიკალური სიცრუეა. ჩვენ კორონას პერიოდმა დაგვანახა, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს საწარმო ჰქონდეს. კორონას პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა, ბევრი თურქული საწარმო დაიხურა, ბევრმა თავისი პროდუქციის წარმოება შეამცირა. რაღაც პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა, რომ საჭირო ნივთები მიგვეღო. შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შევიძინეთ უკვე ამუშავებული საწარმო, სადაც 100 თანამშრომლიდან დღეს, 600 თანამშრომელი გვყავს. შეიძლება საკვებზე თქვათ, რომ შერჩევით სადღაც კარგი გვაქვს. რაც შეეხება ჯარის ტანსაცმელს, ნებისმიერი მობრძანდით, აიღეთ ჩვენი სპორტული და ნახეთ, თუ რომელიმე ძვირფასი ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება“,- განაცხადა მინისტრმა.