ტედ ბანდი – ყველაზე ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელი (ნაწ.1)

ამერიკის შეერთებული შტატების კრიმინალურ ისტორიაში ბევრი საშინელი მკვლელი არსებობდა, მაგრამ თუ რიგით ამერიკელს სთხოვთ, დაასახელოს ის, რომელიც თავში პირველად მოუვა, დიდი ალბათობით, ტედ ბანდის სახელს გაიგებთ. რატომ არის ეს მანიაკი ასე ცნობილი დღესაც, ელექტროსკამზე სიკვდილით დასჯიდან 30 წლის შემდეგ?

თეოდორ რობერტ ბანდის ცხოვრება სერიული მკვლელისგან განსხვავებულად დაიწყო. ის არც მამინაცვალს გაუუპატიურებია, არც მთვრალი დედა აიძულებდა საჭმლის მოპარვას და არც კატებს ახრჩობდა. შეერთებულ შტატებში ყველაზე ცნობილი მკვლელი დაიბადა 1946 წლის 24 ნოემბერს ბირლინგსტონში, ვერმონტში. ტედი არ იცნობდა მამას – დედამ ის 19 წლის ასაკში გააჩინა და მალევე ცოლად გაჰყვა სიეტლში მცხოვრებ ჯონ ბანდს, კარგ ადამიანს, რომელიც ბავშვს ისე ეპყრობოდა, როგორც საკუთარ შვილს.

ბანდის სკოლის წლები გამორჩეული იყო – ბიჭი კარგად სწავლობდა, მისდევდა სპორტს და იყო სკაუტი. საშუალო განათლების მიღების შემდეგ ტედი სიეტლის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილა – მალევე გადავიდა ვაშინგტონში და იურიდიული განათლების მიღება დაიწყო.

ბანდის ჰქონდა შესანიშნავი გონება და ცოდნის წყურვილი, მაგრამ საკუთარი თავი ვერ იპოვა. 1967 წელს მან მოულოდნელად მიატოვა იურიდიული ფაკულტეტი და ჩაირიცხა ჩინური ენის კურსზე სტენფორდში. ტედმა ორი წელი მიუძღვნა აღმოსავლურ ფილოლოგიას, მაგრამ 1969 წელს კვლავ შეიცვალა აზრი და გაემგზავრა ფილადელფიაში, სადაც ისევ იურისდიქციის შესწავლა განაგრძო. ამავდროულად, ბიჭი ესწრება ფსიქოლოგიის კურსებს, სადაც ხდება ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი.

Фотография: Мистер Смертельное Обаяние: кем был на самом деле серийный убийца и некрофил Тед Банди №3 - BigPicture.ru

1971 წელს, სწავლაზე უარის თქმის შემდეგ, ტედ ბანდიმ სამსახური მიიღო სიეტლში, ძალადობის მსხვერპლთა ცენტრში. იგი პასუხისმგებლობით აკეთებდა საქმეს – კარგ ურთიერთობაში იყო უფროსებთან და კოორდინაციას უწევდა დაზარალებულებს.

სამუშაოს ბუნებიდან გამომდინარე, ბანდის მუდმივად უწევდა გადაადგილება შეერთებულ შტატებში. როგორც ჩანს, ასეთი მოგზაურობის დროს მიხვდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ სულაც არ იყო რთული უზარმაზარ და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში „აორთქლება“.

ბანდი ძალიან პოზიტიური ახალგაზრდა აღმოჩნდა. კაცი განათლებული იყო, კარგად საუბრობდა და მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა. სამსახიობო ნიჭის წყალობით, ის მარტივად პოულობდა საკუთარ მსხვერპლთა საერთო ენას.

28 წლის ასაკში ტედ ბანდიმ პირველი მკვლელობა ჩაიდინა. მისი მსხვერპლი იყო სტუდენტი, 21 წლის ლინდა ენ ჰილი. მანიაკმა გოგონა სწორედ მის საერთო საცხოვრებელ ოთახში მოკლა. ყურადღება არ მიუქცევია იმ ფაქტისთვის, რომ ირგვლივ ბევრი ხალხი იყო. დანით დაჭრილი ცხედარი სისხლით გაჟღენთილ საწოლზე მეზობელმა იპოვა.

ამის შემდეგ ტედიმ რეგულარულად მკვლელობა დაიწყო. სისხლიან დანაშაულებს შორის ინტერვალი 2 კვირიდან 1,5 თვემდე მერყეობდა. მსხვერპლად ირჩევდა ახალგაზრდა, კომუნიკაბელურ გოგოებს – ძირითადად, ჩვეულებრივ სტუდენტებს, რომლებსაც ის ხვდებოდა კონცერტებზე, ბარებსა თუ ქუჩაში…

Фотография: Мистер Смертельное Обаяние: кем был на самом деле серийный убийца и некрофил Тед Банди №4 - BigPicture.ru

ბანდი ხშირად იყენებდა თავის სამსახიობო ნიჭს. მეშვიდე მსხვერპლს პლაჟზე გადახვეული, თითქოს ნატკენი ხელით და ტკივილისგან შეწუხებული სახით გამოეცხადა და დახმარება სთხოვა. ქალმაც მამაკაცთან ერთად დატოვა სანაპირო. რა თქმა უნდა, ის ცოცხალი აღარავის უნახავს.

იმ დღეს, 1974 წლის 14 ივლისს, ბანდიმ ორი ადამიანი მოკლა. მეორე მსხვერპლი იყო დენის ნესლანდი. ის და პირველი მსხვერპლი მხოლოდ 2 თვის შემდეგ იპოვეს – ბანდიმ ორივე გოგონა გააუპატიურა და სასტიკად მოკლა. გამოძიების დროს გაირკვა, რომ ტედი იმ დღეს განსაკუთრებით აქტიურობდა და მინიმუმ, 10 გოგონა გაიცნო. თითოეულ მათგანს მან თავი ნამდვილი სახელით წარუდგინა.

1974 წლის ზაფხულის ბოლოს ბანდი ტოვებს სამუშაოს და იცვლის საცხოვრებელ ადგილს. სიეტლიდან სერიული მკვლელი იუტას დედაქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიში გადადის. რა თქმა უნდა, მალე ქალაქში მკვლელობების სერია იწყება, თუმცა ეს ამ ისტორიის გაგრძელებაა, რომელსაც სტატიის მეორე ნაწილში მოგვიყვებით.

ნაწ. 1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები