2023 წელი Reuters-ის ფოტოგრაფების ობიექტივში

ეს წელი მსოფლიოს ისტორიაში შევა ორი დიდი ომით – გახანგრძლივებული კონფლიქტით უკრაინაში, ქვეყანაში, რომელიც რუსულ აგრესიას ებრძვის და ძალადობის ახალი კერით ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის.

გამოცემა Reuters-ის ფოტოგრაფები ადგილზე იმყოფებოდნენ, რათა ეს ყველაფერი აღებეჭდათ.

თებერვალში მომხდარმა მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში დაანგრია სახლები და მოსახლეობა ქვეშ მოიყოლა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 54 000 ადამიანი. კიდევ ერთმა მიწისძვრამ, რომელიც სექტემბერში მაროკოში მოხდა, 2900 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ეს იყო წელი, რომელიც მოწმობს, რომ დედამიწის კლიმატი იცვლება, რაც დღეს გაცილებით ცხადი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ტყის ხანძრებმა ევროპის სამხრეთსა და კანადაში გაანადგურა სახლები და კვამლით მოიცვა ქალაქები. ლათინურ ამერიკაში წყლის დონე მკვეთრად დაეცა და მდინარეებისა თუ ზღვების ბინადრების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა.

მიუხედავად სიკვდილისა და დარდისა, რომელმაც 2023 წელი მოიცვა, ადამიანები ჯერ კიდევ პოულობენ ძალას, რომ იცოცხლონ და მეტიც, ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდნენ. Reuters-ის ობიექტივში ესეც მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები