იერუსალიმის შესასვლელთან სროლას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არის 24 წლის ქალი და მამაკაცი.
მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანია დაშავებული.
Times of Israel პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ “ორი თავდამსხმელი ტერორისტი” ნეიტრალიზებულია.
როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ხუთი მძიმე, საშუალო და მსუბუქი დაზიანებით არის ჰოსპიტალიზებული.