მსოფლიოში ყველაზე დიდმა აისბერგმა, 37-წლიანი პაუზის შემდეგ, მოძრაობა დაიწყო
მსოფლიოში ყველაზე დიდმა აისბერგმა, რომელიც ანტარქტიდაზე 1986 წელს შელფურ მყინვარს მოწყდა, მოძრაობა დაიწყო.
უზარმაზარი ყინული, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 4 ათასს კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ათობით წლის განმავლობაში უძრავად იყო გაჩერებული უედელის ზღვაში.
აღსანიშნავია, რომ ყინულის ამოძრავების ერთ-ერთი მიზეზი გლობალური დათბობაა.
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერეში გასულ კვირას ანტარქტიდას ეწვია. ანტარქტიდაში ზღვის ყინულის დონემ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. გაეროს ხელმძღვანელმა მოუწოდა ყველა ქვეყნის მთავრობას, მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა შეზღუდონ გლობალური ტემპერატურის ზრდა ერთ-ნახევარ გრადუს ცელსიუსამდე.