წითელმა ჯვარმა „ჰამასის“ მიერ გატაცებული 24 მძევლის გათავისუფლება დაადასტურა

წითელმა ჯვარმა „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლებიდან 24 მათგანის გათავისუფლება დაადასტურა.

ამის შესახებ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია სოციალურ ქსელ X-ზე იუწყება.

„ჩვენ ვადასტურებთ 24 მძევლის უსაფრთხო გათავისუფლებას. ჩვენ ხელი შევუწყვეთ ამ გათავისუფლებას ღაზიდან რაფაჰის საზღვრამდე ტრანსპორტირებით, რაც მიუთითებს ჩვენი, როგორც მხარეებს შორის ნეიტრალური შუამავლის როლს რეალურ ცხოვრებაში“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ პოსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები