ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
ოლიმპიადის პარალელურად, ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები, ერთმანეთის პარალელურად, 2 წერტილში მიმდინარეობს – ოჩამჩირე და ცაბალის პოლიგონი.
ოჩამჩირის რაიონში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრი ჩავიდა და საბრძოლო მზადყოფნა ადგილზე შეამოწმა. ცაბალის პოლიგონზე კი, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მეშვიდე სამხედრო ბაზაა, 400 -მდე ჯარისკაცს ავარჯიშებენ. გამოყვანილი ჰყავთ 50 -ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა. მათ შორის უახლესი თაობის “ბეტეერები“.