დედა, რომელმაც, შვილის დასაცავად, 140 გველი მოკლა და მათი ტყავისგან კაბა შეკერა
ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც ადამიანი წარმოუდგენელ რამეს ჩადის საკუთარი თავის ან ახლობლების დაცვის მიზნით. თუმცა, კეტრინ სლოტერბეკის მიერ 1925 წელს ჩადენილი საქციელი განსაკუთრებით გასაოცარია. ეს ქალი ნამდვილ კოშმარში აღმოჩნდა, ის გარშემორტყმული იყო ასობით შხამიანი გველით, მაგრამ შეძლო საკუთარი თავის და შვილის გადარჩენა.
კეტრინი 1893 წლის 25 ივლისს ამერიკელი ფერმერების, უოლეს და ალბინა მაკჰეილების ოჯახში დაიბადა, კოლორადოს შტატში. ბავშვობა და ახალგაზრდობა ტყეში გაატარა, რომელიც მის ხის სახლს გარშემო ეკრა, ამიტომ შესანიშნავად ისროდა, კარგად ფლობდა დანას და ნაჯახს და შესანიშნავად აკეთებდა ფიტულებს.
თავისი თანატოლებისგან კეტრინი დამოუკიდებელი ხასიათით, მამაკაცური ტანსაცმლითა და ჟარგონებით გამოირჩეოდა, რაც მე-20 საუკუნის ამერიკელი გოგონებისთვის საკმაოდ უჩვეულო იყო. გოგონამ მედდობა აირჩია და კარგად წარმატებით სამედიცინო სკოლა. იქიდან გამომდინარე, რომ მის მშობლიურ ქალაქში ან ახლოს სამუშაო არ მოიძებნებოდა მაკჰეილი ქალაქ ჰადსონში გადავიდა.
იქაური კლიმატი ნახევრად უდაბნოს მსგავსი იყო, კეტრინისთვის უჩვეულო, მაგრამ სამაგიეროდ ირგვლივ სიცოცხლე ჩქეფდა, ხოლო ადგილობრივ საავადმყოფოში არა მარტო სამსახურის მიღება, არამედ უფასო საცხოვრებელი მიღებაც შეიძლებოდა.
აქ კეტრინ მაკჰეილი მალევე გათხოვდა უბრალოდ ბიჭზე, რომელსაც ჯონი ერქვა. ქალმა მეუღლის გვარი – სლოტერბეკი – თავისას მიუმატა. კეტრინი, დაახლოებით, 6 ჯერ იყო დაქორწინებული. ყველა მის მეუღლესა და შვილზე ცნობა არ არის შემონახული.
თუმცა, ცნობილია, რომ 1925 წლის 28 ოქტომბერს კეტრინი თავის სამი წლის ვაჟთან, ერნი ადამსონთან ერთად ცხენზე ამხედრებული ტბისკენ მიდიოდა. გზად მათ სროლის ხმა გაიგონეს და მარშრუტიდან გადაუხვიეს, რათა იხვებზე ნადირობისთვის ეყურებინათ.
სავარაუდოდ, ქალმა იფიქრა, რომ მონადირეზე ადრე მოახერხებდა ნანადირევის აღებას – ასეთი რამ პროვინციაში საკმაოდ ხშირი იყო, მაგრამ ქალი ვერც კი წარმოიდგენდა, რა ადგილას მოხვდებოდა საკუთარ ვაჟთან ერთად.
იხვების მაგივრად, მათ შხამიანი გველები შეხვდათ, რომლებიც სადღაც გადაადგილდებოდნენ. მათ ქალსა და ბიჭს ალყა შემოარტყეს. კეტრინი არასდროს გამოდიოდა სახლიდან იარაღის გარეშე, თუმცა ამ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღი დიდად მაინც არ გამოადგა. სამი ტყვიის გასროლის და უშედეგობის დანახვის მერე ის რეპტილიებთან არათანაბარ ბრძოლაში ჩაერთო. ქალი გზას უსუფთავებდა თავის ცხენს, რომელზეც შეშინებული ბავშვი იჯდა.
უნდა ითქვას, რომ იმ ჯიშის გველი ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე შხამიანად მიიჩნევა და მისი ნაკბენისგან ადამიანი რამდენიმე საათში კვდება. გველის შხამი ცხენისთვისაც არანაკლებ საზიანოა, ამიტომ კეტრინის შიში საკმაოდ საფუძვლიანიც იყო.
სლოტერბეკმა მიწიდან ამოთხარა სამფუტიანი ხის ბოძი აბრით, რომელზეც ეწერა, რომ იქ ნადირობა აკრძალული იყო. ამ აბრით ურტყამდა გველებს. ორი საათის განმავლობაში კეტრინი ქვეწარმავლებს ებრძოდა, სანამ მათი ნაკადი არ გამოილია. მინდორი, რომელზეც „ბრძოლა“ მიმდინარეობდა, 140 მკვდარი გველის სხეულით იყო მიმოფენილი.
გველების მოკვლის შემდეგ კეტრინმა ისინი ტომრებში მოათავსა, ცხენზე შეაბა და თავისი ახლობლის ფერმაში მიიტანა. ახლობელმა მონაყოლი არ დაიჯერა, მაგრამ გველების ნახვის შემდეგ ქალს ურჩია, ჟურნალისტებისთვის მიემართა. კეტრინიც ზუსტად ასე მოიქცა. პრესის წარმომადგენლების მისვლისას ის მკვდარ გველებს მავთულზე კინძავდა და სახლის ირგვლივ ფენდა.
ყველაზე მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა 53 გველისგან დამზადებული კაბა. ის იმდენად ცნობილი გახდა, რომ მის სანახავად ხალხი ასობით კილომეტრს გადიოდა.
ახლა გარდერობის უნიკალური ნაწილი ისტორიულ მუზეუმშია მოთავსებული, სპეციალურად მისთვის დამზადებულ ვიტრინაში, რომელიც ტანსაცმელს გარკვეულ ტემპერატურასა და სინოტივეს უნარჩუნებს.