ნოსტალგია ავტომოყვარულებისთვის
1980-იანი წლები უცნაური მუსიკისა და უცნაური მოდის დრო მაგრამ, მაგრამ ეს ასევე იყო ინოვაციების პერიოდი მრავალი საავტომობილო კომპანიისთვის.
ამ სტატიაში ვიხსენებთ 1980-იანი წლების ზოგიერთ მანქანას, რომელიც ბევრ ადამიანს შესაძლოა, ერთხელ მაინც ჰქონოდა. ეს არ გახლავთ განსაკუთრებულად ლამაზი ან ძვირადღირებული ავტომობილები, თუმცა ავტომოყვარულებს ნოსტალგია, ალბათ, მაინც შემოაწვებათ.
Ford Escort, ფაქტობრივად, პრაქტიკულობისა და საიმედოობის ემბლემა იყო. მან დაიკავა თავისი ადგილი, როგორც ეპოქის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა, კომპაქტურმა მანქანამ.
Escort აკმაყოფილებდა მომხმარებელთა ყოველდღიურ მოთხოვნილებებს, სთავაზობდა ეკონომიურ გადაწყვეტას მძღოლების, რომლებიც საიმედო ტრანსპორტს ეძებდნენ.
Ford Sierra-ს დებიუტი 1982 წელს ბირმინგემში, ბრიტანულ საერთაშორისო საავტომობილო შოუზე შედგა. ავტომობილის გაყიდვები 1982 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო. ის ცნობილი იყო თავისი აეროდინამიკური სტილით.
1980 წლის მარტში ჟენევის საავტომობილო შოუზე წარდგენილი Fiat Panda ჯორჯეტო ჯუჯაროსა და ალდო მანტოვანის მიერ იყო შექმნილი. ის გახლდათ იაფი, ადვილად შესანახი და ძალიან მარტივი მანქანა.
ამ ავტომობილს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ის დღესაც ბევრი ავტომოყვარულის საოცნებო მანქანაა.