ძველი თბილისის ყოფილ გამგებელს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ძველი თბილისის ყოფილ გამგებელს ლაშა ფურცხვანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის საფუძველზეც ოთხი წლით პირობითი მსჯავრი და 30 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
ფურცხვანიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 337-ე მუხლებით აქვს წაყენებული, რაც სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას ასევე ერთი წლითა და 6 თვით საჯარო სამსახურში თანამდებობაზე ყოფნის უფლება შეეზღუდა. დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველზე ყადაღა მოეხსნა იმ ქონებას, რომელიც ფურცხვანიძეს გირაოს სახით ჰქონდა ჩადებული. “გრინსერვის ჯგუფთან” დაკავშირებულ ბრალდებაზე ლაშა ფურცხვანიძე მის ყოფილ მოადგილესთან, კობა ხარშილაძესთან ერთად გასული წლის დეკემბერში დააკავეს. მოგვიანებით ფურცხვანიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები