რუსმა ოკუპანტებმა სელიდოვოში 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოში 4-სართულიანი კორპუსი დაბომბეს, რის შედეგად შენობის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.

უკრაინის შს მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

მისივე თქმით, ხუთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები