აშშ-ის ელჩი – ფარცხალაძეზე: სანქცირება მთავრობებისთვის მინიშნებაა გამოძიებაზე

“როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის, მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად”,- ასე პასუხობს საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში კითხვას – რატომ მოხვდა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულთა შორის.

მისივე თქმით, სანქცირება მთავრობებისთვის მინიშნებაა გამოძიებაზე.

“ზოგიერთი მათგანი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. რუსეთზე სანქციების მიზანია რუსეთის სასარგებლოდ რუსეთს მავნე მოქმედებების, აგრეთვე – რუსეთის ომის მანქანის ხელშეწყობის შეჩერება, რომელსაც რუსეთი იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში აგრესიის განსახორციელებლად, არამედ სხვაგანაც.

ასე რომ, როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის, მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფ-ეს-ბე“-სთან ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ, გამოიძიონ”, – ამბობს ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები