ველოსიპედებიდან თვითმფრინავებამდე – ავიაციის პიონერები

ავიაციის პიონერებად ამერიკელი ძმები, ორვილ და უილბურ რაიტები ითვლებიან. ისინი ცნობილნი არიან მსოფლიოში პირველი წარმატებული აეროპლანის შექმნითა და მსოფლიოში პირველად ადამიანის მიერ მართული, ძრავიანი და სტაბილური ჰაერზე მძიმე აპარატით ფრენის განხორციელებით. ეს ყველაფერი 1903 წლის 17 დეკემბერს მოხდა. 1905 წლიდან 1907 წლამდე რაიტებმა განავითარეს მათი „მფრინავი მანქანა“ პირველ პრაქტიკულ უძრავფრთიან თვითმფრინავამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ექსპერიმენტული თვითმფრინავების შექმნისა და ფრენის პირველი მცდელობა, ძმები რაიტები იყვნენ პირველები, რომლებმაც გამოიგონეს თვითმფრინავის კონტროლის სისტემა, რამაც უძრავფრთიან ძრავიან თვითმფრინავებს ფრენის საშუალება მისცა.

undefined
1903 წლის 17 დეკემბერი – პირველი ფრენა

ძმები რაიტების ფუნდამენტური გარღვევა მათი გამოგონებებიდან გახლდათ სამღერძა კონტროლის სისტემის შექმნა, რაც მფრინავს საშუალებას აძლევდა, ეფექტურად ემართა თვითმფრინავი და შეენარჩუნებინა წონასწორობა. ეს მეთოდი გახდა და დღემდე რჩება ყველა ტიპის უძრავფრთიანი თვითმფრინავების სტანდარტად. საავიაციო სამუშაოების დაწყების დღიდან ძმებმა რაიტებმა მიზნად დაისახეს საიმედო მართვის კონტროლის ჩამოყალიბება, როგორც გასაღების, „ფრენის პრობლემის“ აღმოსაფხვრელად. ასეთი მიდგომა მკვეთრად განსხვავდებოდა იმ დროის სხვა ექსპერიმენტებისგან, რომლებიც აქცენტს უფრო მეტად მძლავრი ძრავების შემუშავებაზე აკეთებდნენ. სახლის პატარა აეროდინამიკური მილის გამოყენებით, ძმებმა იმაზე ზუსტი მონაცემების შეგროვება შეძლეს, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ მათზე ადრე, რამაც საშუალება მისცათ, დაეპროექტებინათ და შეექმნათ ფრთები და პროპელერები, რომლებიც იქამდე შექმნილებზე გაცილებით ეფექტიანი იყო.

10 Facts About the Wright Brothers | History Hit
ძმები რაიტები

მათი პირველი აშშ-ის მიერ გაცემული პატენტიც, ნომრით – 821,393 – საფრენი აპარატის გამოგონებას კი არ ცხადყოფდა, არამედ ხაზს უსვამდა აეროდინამიკური კონტროლის სისტემის გამოგონებას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა საფრენი აპარატის ზედაპირზე მანიპულირება.

აღსანიშნავია, რომ მექანიკოსის უნარები ძმებმა წლების განმავლობაში ველოსიპედებზე და ძრავებზე მუშაობის წყალობით გამოიმუშავეს. ამ გამოცდილებამ, ნაწილობრივ, გავლენა იქონია მათ რწმენაზე, რომ შესაძლებელი იყო ისეთი არასტაბილური მანქანის კონტროლი და დაბალანსება, როგორიც თვითმფრინავია. 1900 წლიდან 1903 წლამდე, ძრავით აღჭურვილ პირველ ფრენებამდე, ისინი აწარმოებდნენ ფართომასშტაბიან ტესტებს „გლაიდერებზე“, რამაც ასევე იქონია გავლენა მათი, როგორც პილოტების უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები