როგორ დააჯერეს ამერიკელებს, რომ ყავით, ბეკონითა და ტაფამწვარით საუზმობა მათი არჩევანია

ამერიკელების უმრავლესობა ყავით, ბეკონითა და ტაფამწვარით საუზმობს. ეს კლასიკური ტრიადა თავისით არ დანერგილა ქვეყანაში და კავშირი არც ევროპულ ტრადიციასთან აქვს, უფრო სწორად, აქვს, მაგრამ სულ სხვაგვარად.

ამის ექსპერიმენტი, რომელიც სოციოლოგებისთვის კარგადაა ცნობილი, დაფუძნებულია ერთ მარტივ ფუნქციონალზე – 5-7-კაციან ჯგუფში ჩასვა 1 ცდისპირი და დანარჩენი წინასწარდატრენინგებული მონაწილეების საშუალებით, ათქმევინო მას, რომ ლიმონი ტკბილია. როგორც წესი, მაქსიმუმ, 4-5 ჯერ ზეწოლის შემდეგ, ადამიანები ადასტურებენ, რომ მართლაც, ლიმონი ტკბილია.

თუ ექსპერიმენტს ოდნავ განავრცობ და დაალევინებ ადამიანს ბებოს გაკეთებულ ჟოლოს მურაბიან წვენს, მაგრამ ეტყვი, რომ ეს ძლიერმოქმედი ნარკოტიკია და გაინტერესებს, როგორ მუშაობს ის საქმეში და ჯგუფის სხვა წევრებს „ჰალუცინაციები“ დაეწყებათ, ცდისპირს რაღაც დროის შემდეგ ასევე ეწყება გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, მოთენთილობა და დაინახავს გარდაცვლილ წინაპრებს.

მიზეზი ბანალურია – ადამიანი სოციალური არსებაა და უჭირს, დაუპირისპირდეს უმრავლესობის აზრს მაშინ, როცა მას არ ეთანხმება, რაღაც დროის შემდეგ კი, თავადვე ხდება ეს უმრავლესობა.

პროპაგანდის გავლენა მასაზე არახალია. ნაცისტები მას აქტიურად იყენებდნენ. ამ საქმეში პიონერი ედვარდ ბერნეისია, ცხონებული ფროიდის დისშვილი თუ ძმისშვილი, მოკლედ, ნათესავი.

ერთხელაც, რომელიღაც ამერიკულმა კომპანიამ – Beech Nut – ვისაც ჭარბად წარმოებული ბეკონის გასაღება სურდა, PR-ის მამად აღიარებული ეს კაცი დაიქირავა და კონსულტაცია სთხოვა.

ედუარდმა მკურნალ ექიმს (ვთქვათ, მის სტომატოლოგს) ჰკითხა, როგორი საუზმეა უკეთესი ჯანმრთელობისთვის.

ექიმმა უპასუხა, რომ “კაი მამაპაპური საუზმე” სჯობს. ბერნეისი დაეთანხმა და სთხოვა, მოეძებნა 4000 ექიმი ამერიკის მასშტაბით, ვინც ასე ფიქრობდა, თითო მოძებნილში კი გადაუხდიდა 100 დოლარს.

ექიმმა ერთ თვეში 40 000 $ ჩაიჯიბა, ედუარდმა კი დაქირავებულ მედიას სთხოვა, ამ 4000 ექიმისგან მთელი ამერიკის მასშტაბით ინტერვიუ აეღოთ, სადაც ისინი ილაპარაკებდნენ, რა სარგებელია მოაქვს მსუყე საუზმეს.

ბეკონის მწარმოებელ კომპანიას კი სლოგანი მზად ჰქონდა. დიდი გამოცნობა არ უნდა, რა სლოგანი იყო ეს.

მას შემდეგ ამერიკელების დიდი ნაწილი ასე საუზმობს და ჰგონია, რომ ეს მათი არჩევანია (ასე მუშაობს ზოგადად რეკლამა, გვაჯერებს, თითქოს ჩვენ ვირჩევთ რამეს). პროპაგანდის ეს მეთოდი კი საყოველთაოდაა ცნობილი და PR ტექნოლოგები მას კარგად იყენებენ.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები