რენტგენი, ცოლის ხელი და ბრწყინვალე გამოგონება – 128 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს მედიცინაში გადატრიალება მოხდა

1895 წლის 8 ნოემბერი პროფესორისა და ფიზიკოსის, ვილჰელმ რენტგენის მიერ რენტგენის სხივების აღმოჩენის დღედ მიიჩნევა.

ერთხელ ვილჰელმ კონრად რენტგენი გვიანობამდე დარჩა სამუშაოდ ვიურცბურგის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. სწორედ იქ აღმოაჩინა მან რენტგენის სხივები. თავდაპირველად, სხივს ფოსფორისფერ ფურცელში გავლა შეეძლო, მაგრამ მყარ სხეულს, როგორიც ძვლებია, ჩრდილს უტოვებდა. 7-კვირიანი მუშაობის შემდეგ, მან ხელზე პირველი რენტგენი საკუთარ ცოლს, ანა ბერტა ლუდვიგს გადაუღო, რომელსაც თითზე ბეჭედი ეკეთა. გამოგონებიდან მალევე, 1901 წელს ვილჰელმ რენტგენმა ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ამ აღმოჩენამ სათავე დაუდო ისეთ კვლევებს, როგორიცაა: რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, სცინტიგრაფია, პოზიტრონულ–ემისიური ტომოგრაფია და მრავალი სხვა.

როდესაც რენტგენის თვისებების მედიცინაში გამოყენება დაიწყეს, პაციენტები, ფაქტობრივად, თავს დაესხნენ საავადმყოფოებს მათ სურდათ, დაედგინათ ყველა დაავადება, რომელიც შესაძლოა, ჰქონოდათ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რენტგენის სხივები სახიფათოდ ითვლებოდა, საავამდყოფოები პაციენტებით გადაივსო.

Фотография: Видно историю насквозь: первые пациенты на рентгене №2 - BigPicture.ru
ავსტრია, 1910 წელი
Фотография: Видно историю насквозь: первые пациенты на рентгене №3 - BigPicture.ru
გულმკერდის რენტგენი, პარიზი, 1914 წ.
Фотография: Видно историю насквозь: первые пациенты на рентгене №4 - BigPicture.ru
ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, მაგრამ უცნაური მოწყობილობა რენტგენის ინსტიტუტში. ფრანკფურტი, გერმანია, 1929 წ.
Фотография: Видно историю насквозь: первые пациенты на рентгене №5 - BigPicture.ru
კაცი და ქალი წარადგენენ სამედიცინო აღჭურვილობას რენტგენის გამოფენაზე, 1928 წ.
Фотография: Видно историю насквозь: первые пациенты на рентгене №6 - BigPicture.ru
კინოვარსკვლავ ჯუდიტ ალენის ზურგი, 1930 წელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები